Wednesday, December 12, 2012

დასკვნა


დასკვნა
საბოლოოდ უნდა ვთქვათ,რომ ასურელ მამებზე,მათ ღვაწლზე,შემოქმედებაზე საუბარი განუწყვეტლვ შეგვიძლია.ისინი წმ.ნინოს ღვაწლის გამგრძელებლები არიან.მათმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ქრისტიანული მოძღვრების განმტკიცებაში.ასურელი მამების შემწეობით აღმოსავლეთ საქართველოსა და მის მთიან ნაწილში მყარად დამკვიდრდა ქრისტიანობა.ამ მხრივ მათი ღვაწლი,ქართული წყაროების მიხედვით,შედარებულია ქრისტეს მოციქულთა და ქართველთა განმანათლებლის,წმ.ნინოს მოღვაწეობასთან.ასურელი მამები წმ.ნინოს ღვაწლის გამგრძელებლები არიან.წორედ მათმა „მოღვაწეობამ დააჩქარა ქვეყნის ქისტიანიზაციის პროცესი“ ,რისთვისაც ჩვენი წინაპერბი თავს წირავდნენ ხელჩართულ ბრძოლებში.ეს რწმენა იყო,არის და იქნება ჩვენი როგორც ერის,როგორც ქვეყნის ერთიანობის საწინდარი და სიმბოლო.სწორედ,ამიტომ ცდილობდა,ყველა ღონეს ხმარობდა  ჩვენი ქვეყნის მტერი,რომ ერთ მუშტად შეკრული საქართველო დაექსაქსა და გაენადგურებინა.ამის მაგალითები კი უხვად შემოგვინახა ჩვენმა ჰაგიოგრაფუილმა ნაწარმოებებმა.აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ ჩვენს სარწმუნეობას იღებდნენ და ჭეშმარიტებას ეზიარებოდნენ უცხო რჯულზე,სხვა ადათ–წესებზე აღზრდილებიც( იოვანე საბანიძე– „წამებაი წმიდისა ნეტარისა ჰაბოისი“. „თესლი არაბიელთა მამულად და დედულად“ მოექცა ჩვენს სარწმუნეობაზე და ქართველები,რომლებიც „შიშითა განილევიან და ირყევიან,ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ მაგალითიც კი მისცა).მკვლევარების  მიერ საქართველოში შემოსული ცამეტი ასურელი მამა შედარებულია იესო ქისტესთან და მის მოწაფეებთან,ამიტომ სავსებითსწორადაა აღნიშნული,რომ „ათცამეტი ასყრელ მამაში“ სიმბოლურად მოიაზრება ქრისტე და მისი თორმეტი მოციქული.საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ასურელი მამები არა მარტო ზედწოდებით მოიხსენებიან,არამედ გამოყოფენ იმ ღირსებასაც,რომლითაც მათ თავი გამოიჩინეს თავიანთი მოღვაწეობის დროს.ასურელ „მამათა თვალი“ იოანე–ღირსი იოანე ზედაზნელის სახელითაა ცნობილი.მისი მოწაფეები კი შემდეგი ეპითეტებით იხსენიება: „სიწმინდისა და მარხულობის მარგალიტივით მბრწყინავი–დავით გარეჯელი;მესვეტეობის მანათობელი მზე–ანტონ მარტყოფელი;სანატრელი უმანკოების ყვავილი–ამბა იოსებ ალავერდელი;ძალმოსილებით დაგვირგვინებული–სტეფანე ხირსელი;სვეტი ტკბილი მორჩილებისა–ზენინ იყალთოელი;წმინდა მოწამეობი შემკული–აბიბოს ნეკრესელი;ქრისტიანული ცრემლისა და გოდების ხატი,საქართველოს სამეფოს სიმტკიცე,დიდი სასწაულმოქმედი–შიო მღვიმელი;გოდების ღვთაებრივი ხატი–პიროს ბრეთელი;წმინდა სიმართლისა და რწმენის ხატი–თადეოზ სტეფანწმინდელი;სათნოების გოდოლი–ისიდორე სანთავნელიუ;ყოვლადწმინდა სიყვარულისა და უბიწეობის ორღანო–ისე წილკნელი“დაბოლოს,აღვნიშნავ,რომ ასურელი მამების მოღვაწეობით მნიშვნელოვნად განმტკიცდა ქრისტიანობა საქართველოში.მათმიერ დაარსებული წმინდა სავანეები ქართული კულტურის კერებად იქცნენ,სადაც საუკუნეების განმავლობაში დიდი საგანმანეთლებლო საქმიანობა მიმდინარეობდა.

No comments:

Post a Comment