Wednesday, December 12, 2012

დავით გარეჯელი


თავი 12                                     დავით გარეჯელი

 დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა.დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდო და ლუკიანე გარეჯელებმა სანახებშივე დააარსეს ახალი მონასტრები.დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა მისივე სიცოცხლის ახლო ხანებში აღუწერიათ, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე — XII საუკუნეში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.
12.1 სათნო გადმოცემა „მამა დავითი და შეცდენილი ქალი“
„სათნო გადმოცემას“ რელიგიური შინაარსის ისეთ თქმულებას ანუ ლეგენდას ვუწოდებთ,რომელიც შერწყმულია ეკლესიის მიერ.შეწყნარების ნიშანი არის შესაბამისი გადმოცების,ადნა ამ გადმოცემის ამა თუ იმ ეპიზოდის ასახვა კანონიკურ ლიტერეტურაში.იგულისხმება სასულიერო მწერლობის ის ძეგლები,რომელთა მადლმოსილება აღიარებულია ეკლესიის,თუნდაც ადგილობრივის,მიერ.სხვანაირად რომ ვთქვათ,გადმოცემა მხოლოდ მაშინაა სარწმუნო, ე.ი. რელიგიური რწმენის საგანი,თუკი ის საეკლესიო–წერილობით ტრადიციებშია შესული და,მაშასადამე,სანქცირებულია ეკლესიის მიერ.პირველი მკველვარი,რომელმაც ამ გადმოცემის ისტორიულ–ლიტერატურული და აგიოლოგიური საკითხების გარკვევა სცადა,იყო, XIX–XX სს–ის დიდი ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე,პედაგოგი და მკვლევარი,კათალიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე,რომელიც წლების მანძილზე თბილისის ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა(პაპუაშვილი 1986: გვ. 98–108).იგი ოჯახურთ ამავე ტაძრის გალავანში ცხოვრობდა და უბნის მოსახლეობასთან,ამ შემთხვევაში,–მთხრობელებთან,მუდმივ კონტექსტში იმუოებოდა.მაშასადამე,მას არა მხოლოდ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების გაცნობის სტიმული და შესაძლებლობა ჰქონდა,არამედ ადგილობრივ მკვიდრთა კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმად შეღწევისა და უკვე მოძიებული და ცნობილი ფოლკლორული მასალის შემწეობასაც.მან მიტროპოლიტობის დრო(1925–1932)მონოგრაფიულად შისწავლა ქაშვეთის(მისი ტერმინოლოგიით,ქვაშვეტის)სამრევლოსა და ტაძრის ისტორია და დაწერა წიგნი,რომელიც გვიან გამოქვეყნდა (1994).
VI–ის პირველი მესამედის განმავლობაში თბილისის მთაწმინდის კლდის გამოქვაბულში მოღვაწეობდა ღირსი მამა დავითი...ხუთშაბათობით მამა დავითი ჩამოდიოდა ომ ადგილას,სადაც დღეს აგებულია ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარი,იქ იმ დროს ყოფილა დედათა მონასტერი.ამ მონასტერში ღირსი მამა ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნეობას  და სჯულს,რომელსაც დაღუპვას უქადოდნენ მოგვნი(ცეცხლის თაყვანისმცემლობის სასულიერო პირნი),იმ ჟამად ძალიან გაძლიერებულნი აღმოსავლეთ საქართველოში.როდესაც მათ ნახეს მამა დავითის მოღვაწეობა შურით,მძულვარებით აღივსნენ და მოინდომეს მამა დავითის თავიდან ჩამოშორება.მოგვებს ხელი გარემოებებმაც შეუწყო:ქვაშვეთის მონასტერში მყოფი ერთ–ერთი მონაზონი ფეხმძიმედ აღმოჩნდა.ამ არაჩვეულებრივი მოვლენით აღშფოთებული ქრისტიანთა სასულიერო პირები დაჟინებით მოითხოვდნენ ნამუსახდილი დედაკაცისგან,გამოემჟღავნებინა თავის შემცდენის ვინაობა.ცეცხლის თაყვანისმცემელნიც ამას ელოდნენ:მათ მოისყიდეს გაუბედურებული დედაკაცი და ათქმევინეს,მამა დავითმა შემაცდინაო.ცილისწამებამ გაჭრა და მამა დავითი მოიხმეს,საზოგადოების წინაშე გამოცხადებულიყო და მისი სამართალი მოესმინა.დავითიც წარსდგა გულდამშვიდებით და ღირსეულად.როცა უზნეო დედაკაცმა თავისი ფეხმძიმობა მამა დავითს საჯაროდ დააბრალა,წმინდა მოხუცმა კვერთხის ბოლო ხელში აღაპყრო,შეახო ცილისმწამებელს და ხმამაღლა წარმოსთქვა: „ღაღადყავ,ყმაო,ნუთუ მე ვიყვე მამა შენი“–ო.იქ დამსწრეთა ზარსახდომელად მრუში დედაკაცის მუცლიდან მოისმა ხმა,– „არა,შენი კი არა,მჭედელი მავანი“–ო.ხალხს გული გადაუბრუნდა მაშინვე და ის დედაკაცი ჩააქვავეს იქვე,თუმცა მამა დავითი ბევრი ემუდარა.შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.დედაკაცის გვამი ქვათაშუადატოვეს.აქედან წარმოსდგა სახელწოდება ქვათაშვეთი,ანუ ქვაშვეთი“თუმცა არსებობს ამ გადმოცემის დასასრულის სხვა ვარიანტიც: ვითომც ხალხი დაემორჩილებოდეს მამა დავითის მუდარას და იმ ყბედური დედაკაცისათვის სიცოცხლე ეჩუქებინოს,მაგრამ,მამა დავითის,ჭყევის თანახმად,ამ უბედურს ქვა უშვია ბავშვის მაგიერ...აქვე უნდა აღინიშნოს ის ფატიც რომ,წმინდა მოხუცი,რომელიც ხალხს ემუდარებოდა ქალის შენდობას როგორ დასწყევლიდა უდანაშაულო არსებას,რომლის ჯერ არშობილი ბაშვის საკვირვებრივი მოწმობით გამოცხადდა უდანაშაულობა დავითის.
ცხადია,ვერავინ დაგვიმტკიცებს მეცნიერულად,მართლა მოხდა თუ არა მუცელში მყოფი ყრმის ალაპარაკების სასწაული,მაგრამ ფაქტია,რომ მამა დავითის ნატეფრალი თბილისში,–ქაშვეთი და მთაწმინდადა,–საკრალურ ადგილებად იქცა.შეიძლება ითქვას,რომ წმინდა ბერმა საქართველოს დედაქალაქის გარეუბნებიდან ისევე განდევნა ქაჯებიი,როგორც წმინდა გიორგიმ ხახმატიდან და ბევრი სხვა ადგილებიდან.ამიტომაა,რომ დღესაც უნაყოფო და უძეო ოჯახებს გარეთუბნის ქაშვეთისა და მთაწმინდის მამადავითისადმი დიდი სასოება აქვთ.მიმართავენ მათ ლოცვით და მათთვის შესაწირავს,ზვარაკსაც კი,არ იშურებენ.


No comments:

Post a Comment