Wednesday, December 12, 2012

ზენონ იყალთოელი


თავი 11                                            ზენონ იყალთოელი

 ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.
11.1 იყალთოს მონასტერი
თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი "მამათაგანის" - წმიდა ზენონის მიერ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. მთავარ, ღვთაების ეკლესიას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა. იგი აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია მისი დამაარსებელი ზენონი. ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. იყალთოს აკადეიამ დიხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს განმანათლებლობის საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.


1 comment: