Wednesday, December 12, 2012

წინასიტყვაობა


წინასიტყვაობა
ვფიქრობ,მართებული იქნება დასავლელ მამათა ღვაწლი დეტალურად მომოვიხილო.მართლაცდა,ეს მოვლენა ისეთივე მრავალფეროვანია,როგორც აღმოსავლურ ეკლესიაში,თუმცა გარკვეული კულტურული განსხვავებებით.ის,რომ დღეს მე ვმსჯელობ ასურელ მამათა როლსა და მნიშვნელობაზე ისეთ ქრისტიანულ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა,მაიძულებს გამოვყო ორი ასპექტი,,სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით,რომელშიც ჩვენი აღმოსავლური მამებისთვის ერთდროულად საინტერესოცაა და,ცოტა არ იყოს გაუგებარიც.
რა თქმა უნდა,მამები,რაოგორც მოვლენა,დასავლეთშიც ისევე მნიშვნელოვანია,როგორც აღმოსავლეთში.ისინი ხომ უპირველესი მოწმეები არიან ეკლესიისა,როგორც ქრისტეს ცოცხალი სხეულისა,სადაც მაცხოვრის არსებობა და მოქმედება,სულიწმინდის მეშვეობით,სახით გამოვლენილმა,ბიბლიაში გადმოცემულმა,მაგრამ არა მხოლოდ ბიბლიით შემოფარგლულმა,მიგვიყვანა ტრადიციის კატეგორიამდე.ამ აზრით ტრადიცია წარმოგვიდგება,როგორც ეგზისტენციური ადგილი ,სადაც ამგვარი არსებობა ვლინდება.მისი საყრდენი წერტილი თვით ბიბლიაა,წაკითხული,გამოწვლილვით შესწავლილი,განჭვრეტილი,გონების თვალით აწონ–დაწონილი.ამ თვალსაზრისით, მამები,ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის დარად,ბიბლიის გულანთებული მკითხველები და ერთგულები არიან.მათი მედიტაციები თან სდევენ ეკლესიას და ყოველდღიურ საზრდოს წარმოადგენენ განსაკუთრებით ბერებისთვის და ყველასათვის,ვინც თავისი ნათლობის რადიკალურობას გრძნობს,როგორც უფალი იესოს დაბრუნებისათვის გამუდმებით ვედრებას.მამები ლამპრებივით გზას უნათებენ ბერებს და ბიბლიაში გადმოცემული ღვთის სიტყვას უხსნიან მათ.
მამები არიან მორწმუნენი და მცველნი ჭეშმარიტი ქრისტესმიერი გამოცდილებისა.ეს გამოცდილება შემონახული და ჩამოყალიბებულია დოგმების,ძირითადად,სულიერი ფორმულების სახით,რომლებიც,პირველ რიგში,აღუდგებიან რაციონალური აზროვნების მცდელობას განავითაროს ქრისტეს საიდუმლო,თვით ტრადიციიდან მოყოლებული,განარჩევენ იმას,რაც ამგვარ მცდელობაში შეესაბამება ეკლესიის რწმენას იმისაგან,რაც სახიფათოდ შორდება მას და საფრთხის ქვეშ აყენებს თვით რწმენის მნიშვნელოვან ნაწილს და აქედან გამომდინარე ადამიანისათვის ბოძებული ხსნის შესაძლებლობას.
ყოველივე თქმულიდან შეიძლება გვეფიქრა,რომ წმინდა მამები რაციონალური ჭვრეტის გზით ჭეშმარიტების დახვეწილი მკვლევარები იყვნენ.ბევრი მათგანის სამართლიანი იქნებოდა,რადგან ისინი ამ მხრივაც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ,რითაც სხვადასხვა კულტურები გაამდიდრეს სახარებისეული წვლილით,თვით სახარებას კი უაღრესად მრავალფეროვანი პერსპექტივა შეუქმნეს სწორედ კულტურათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შეუწყო ხელი,ანუ ღრმა რწმენამდე და ქრისტეში ცხოვრებამდე ისინი მორწმუნე ადამიანებთან მუდმივი და ინტენსიური კონტაქტისა და თავიანთი სამრევლო საქმიანობის შედეგად მოვიდნენ.ამ თვალსაზრისით მორწმუნეთ ისინი მოუწოდენდენ ღმერთის სატყვა მათი ეპოქის ისტორიული მოვლენებისათვის მიესადაგებინათ.ეს ხდებოდა ლიტურგიის დროს წარმოთქმული ქადაგებების,ანუ ჭეშმარიტი ახსნა–განმარტებების გზით,რომლებიც სწორედ მათივე ავტორიტეტის გამო შეითვისა და ჩვენს დრომდეც კი შემოინახა.
ყოველოვე აქედან გამომდინარე ,მამები არიან მიღებული და განცდილი რწმენის უპირველესი მოწმენი,რომლებიც ეკლესიამ,თავისი სულიერი ალღოს მეშვეობით წინამძღოლებად და მანათობბელ შუქურად დასახა.ამიტომაც მათი აზროვნება აბსტრაქტულ კატეგორიებში არ უნდა გამოვკეტოთ,რაც მათ მხოლოდღა სტატისტიკურ,მთლიანად წარსულიდან დაკავშირებულ მოვლენად აქცევდა.პირიქით,მამები დროში მოარული ეკლესიის ცოცხალი სინდისი არიან.
VI საუკუნის 40-იან წლებში, როცა საქართველველოს მართლმადიდებლური ეკელსიისთვის მძიმე დრო იდგა, როცა სპარსეთი ბატონობდა და ყოველმხრივ ავიწროვებდა ჩვენს სარწმუნოებას, ქართლში უფლის ნებითა და ღვთისმშობლის კურთხევით 13 ასურელი მამა მობრძანდა.ისტორიული წყაროების მიხედვით,ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ.
საქართველოს სამოციქულო ეკლესსის მრავალსაუკუნოვან ისტორიას მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია საეკლესიო მოღვაწეთა იმ ჯგუფმა, რომელიც ჩვენს ისტორიაში ასურელ მამათა სახელით არის ცნობილი. მეექვსე საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმინდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა. ასურელმა მამებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცების საქმეში. ააშენეს მრავალი მონასტერი, კავკასიის მთიანეთის წარმართ მოსახლეებში გაავრცელეს ქრისტიანობა. მათ მიერ დაარსებული სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ცნობილია რომ ასურელი მამების მოსვლამდე საქართველოში მონასტრები არ არსებობდა. მათ კი დააარსს სავანეები, რომლებიც დღესაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია მართლმდიდებელი ქართველებისთვის. წმიდა მამაბის მიერ აგებული ეკლესია- მონასტრები არა მარტო რელიგიური კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული და არქიტექტორული თვალსაზრისითაც, მაგრამ ქარველებისათვის მათ, მაინც ყელაზე მეტად რელიგიური დატვირთვა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ასურელმა მამებმა კიდევ ერთხელ მისცეს დასაბი საქართელოში მართლმადიდებლობის გავრცელება-განმტკიცებას. ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.




ასურელი მამების საქართველოში შემოსვლის ისტორია


თავი 1                            ასურელი მამების საქართველოში
          შემოსვლის  ისტორია



ასურელი წმიდა მამები, ათსამეტი ასული მამა, ცამეტი სირიელი მოღვაწე, სირიელი მამები - ჩვენში მოსულან VI საუკუნეში სირიიდან (შუამდინარეთიდან). მათ სახელთან დაკავშირებულია საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მისი ორგანიზაციის დამყარება-ჩამოყალიბება, ქართლის ეკლესიის გაძლიერება კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლაში, ინტენსიური მისიონერული საქმიანობა, მძლავრი კულტურული კერების შექმნა, ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება, ბერმონაზვნური ცხოვრების მადლის განფენა და განდეგილობის დამკვიდრება. ასურელ წმ. მამათა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებას. ასურეთიდან მათ შემოიტანეს ცოდნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ და სათავე დაუდეს ქართულში ფრესკისა და საეკლესიო ხატწერის დიდ ტრადიციას. მათი სახელის უკვდავსაყოფად დღესაც დგას გარეჯის, მარტყოფის, შიო მღვიმის, ალავერდის, ნეკრესის, წილკნის, სამთავისისა და ზედაზნის წმიდა სალოცავები - ქართული ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები.
შუა საუკუნეთა წერილობითი და ზეპირი ტრადიციის თანახმად, სირიიდან მოსულან წმ. იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე. ძველთაგანვე არსებობს ორი სხვადასხვა ნუსხა სირიელი მამებისა. მათში მოხსენიებულ მოღვაწეთა რიცხვი ცამეტს აჭარბებს: წმ. იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ (თათა) სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანეასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.
1.1 გამოცხადება
მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.
 საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.
ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
 ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.
ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: "სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი".
 მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
 წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.
 ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.